დიტო ყირიმლიშვილი
ირლანდიის სენატის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე დენის ო’დონოვანი
ფოტო: დიტო ყირიმლიშვილი
საქართველოში, ოფიცილური ვიზიტის ფარგლებში, ირლანდიის რესპუბლიკის თვმჯდომარე დენის ო’დონოვანი იმყოფება. უცხოელი სტუმრის ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრით დაიწყო.
დაგეგმილია ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, საგარეო საქმეთ მინიტრ მიხეილ ჯანელიძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან.
დენის ო’დონოვანი შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართავს. ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნობა ადმინისტრაციულ საზღვარზე, სოფელ ხურვალეთთან მავთულხლართების გავლების შედეგად შექმნილ ვითარებას.
ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს 3 ნოემბერს დაასრულებს.





