„ქართული ნიურნბერგის პროცესი“ - „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთ ავტორთან, არჩილ გორდულაძესთან
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აბსურდულს უწოდებენ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს, თან ამტკიცებენ, რომ აკრძალვის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, მაგრამ ამას ვერ ასაბუთებენ. სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლები იმდენად უსუსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ცდილობენ არგუმენტირებული მსჯელობის ნაცვლად ერთმანეთისგან გამიჯნონ პარტიის ლიდერებისა და ყოფილი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა. ანუ ამბობენ, თუ „ნაცმოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი 2003-2012 წლებში დანაშაულს სჩადიოდა, პარტიის დღევანდელ ლიდერებს ამ დანაშაულთან საერთო არაფერი აქვთო.
ამ სტრატეგიის ყველაზე დიდი კრიტიკოსი მოულოდნელად თავად მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა - მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმაც კი დაინახა, რომ თანაგუნდელები სასამართლოში უსუსურ მდგომარეობაში არიან და პირდაპირ უთხრა: „თუ თავის დაცვა უფრო ჭკვიანური არგუმენტებით არ შეგიძლიათ - წადით სახლში!“
საზოგადოება თვალს ადევნებს ე.წ. ქართულ ნიურნბერგის პროცესს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში მომავალ კვირას გაგრძელდება.
სანდრო გამსახურდიამ რამდენიმედღიანი სასამართლო განხილვების შემდეგ ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან, არჩილ გორდულაძესთან - სარჩელის ერთ-ერთ ავტორთან, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში თავად იცავს მოსარჩელეთა პოზიციებს.





