ხათუნა მაისურაძე
პარლამენტთან კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
,,არა ერთპარტიული კონსტიტუციას,,-მსგავსი ლოზუნგით ქუთაისში პარლამენტის შენობასთან საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები დღეს რიგგარეშე სესიაზე კონსტიტუციური პროექტის მესამე მოსმენას აპროტესტებენ. მათი თქმით, ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება.
„რაც დღეს პარლამენტში ხდება არის სამარცხვინო გადაწყვეტილება. ეს იქნება კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება და მის განვითარებას უშლის ხელს. ეს არის დიქტატურის დამყარების მცდელობა და ამ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს“, - აცხადებს ნიკა მელია.
საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით 24 სექტემბერს მიმართა.
პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 23 ივნისს რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით, პირველი მოსმენის მსგავსად 115 ხმით მიიღო.





