02 ივნისი 2022, 12:32
www.imedi.ge
დევიდ მაკალისტერი: მაშინ, როდესაც მთელი რეგიონის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დგას, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია
პოლიტიკა

დევიდ მაკალისტერი
ფოტო: არქივი
გაზიარება
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროკომისიასთან ერთად, განიხილავს მის შეფასებას მოლდოვას, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი twitter-ში წერს.
„ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფს მიაჩნია, რომ მაშინ, როდესაც მთელი რეგიონის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დგას, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია“, - წერს დევიდ მაკალისტერი.





