პაპუნა შუშანია
მეუფე პეტრე მრევლს დაემშვიდობა: „შეხვედრამდე სამოთხეში“
პოლიტიკა
მეუფე პეტრე მრევლს ემშვიდობება
ფოტო: პაპუნა შუშანია
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე დღეს მრევლს დაემშვიდობა. „ერთი წმინდა მამის ხასიათი იყო, როცა ადამიანს ემშვიდობებოდა, ეტყოდა - „შეხვედრამდე სამოთხეში“. აბა ვთქვათ, შეხვედრამდე სამოთხეში!“ - მიმართა ჭყონდიდის ეპარქიის მრევლს ყოფილმა მიტროპოლიტმა.
Imedinews-ის ინფორმაციით, მეუფე პეტრე სალხინოში, ამბროსი აღმსარებლის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს გამოემშვიდობა.
31 ოქტომბერს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომიდან პირველი პეტრე ცაავა გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ პატრიარქმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მან ასევე განაცხადა, რომ „ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“. მოგვიანებით მან ეს სიტყვები განმარტა.
სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა, ხოლო მეუფე იაკობს, რომელიც ამბობდა, რომ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, მღვდელმთავრობა შეუნარჩუნდა.
სინოდის სხდომა საერო ხელისუფლებამაც შეაფასა.





