ცესკო: კანონდარღვევა არ იქნება თუ მეორე ტური სამუშაო დღეს ჩატარდება
არჩევნები 2018

ფოტო: არქივი
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი ისევ უცნობია, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ იგი არა კვირა დღეს, არამედ, რომელიმე სამუშაო დღეს დაინიშნოს. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.
ცესკოში ამბობენ, რომ შემაჯამებელი სხდომის ჩანიშვნამდე რიგი საკანონმდებლო პროცედურები დარჩა, მათ შორის, უნდა გავიდეს საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების ვადები.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თქმით, თარიღის დანიშვნა შეჯამების ვადებზეა დამოკიდებული. მისივე განცხადებით, აქამდე გაჟღერებული თარიღები, 2 დეკემბერი, 25 ნოემბერი თუ 28 ნოემბერი, ცესკოს სხდომამდე რეალური ვერ იქნება.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.





