ანანო ჩხეტია
ვაშაძე მთავრობას ონში დაჭრილი თანაპარტიელის მკურნალობის ხარჯების დაფარვას სთხოვს
არჩევნები 2018

გრიგოლ ვაშაძე
ფოტო: Facebook
"ნაციონალური მოძრობის" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ითხოვს, რომ ონის მუნიციპალიტეტში დაჭრილი თანაპარტიელის ნოდარ ბურდილაძის მკურნალობის ხარჯები მთავრობამ დაფაროს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
გრიგოლ ვაშაძემ ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით მიმართა, რომ უწყებამ იყიდოს პრეპარატი, რომელიც მისი თქმით, დაშავებულისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვაშაძე დასძენს, რომ მედიკამენტი საქართველოში არ მოიპოვებბა და თან ძვირი ღირს, ოჯახს კი მისი ყიდვა არ შეუძლია.
ონში „ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე 22 ნოემბერს დაჭრეს. დანაშაული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავეს.
ნოდარ ბურდილაძე ონში საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. ოპოზიციის წევრები მომხდარს ბურდილაძის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ.





