imedi
სასამართლომ ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნაზე ნაცმოძრაობის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
არჩევნები 2018

ფოტო: Shutterstock
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა, სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებით. მოტივად ისინი ამომრჩევლის მოსყიდვას ასახელებდნენ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკუთარ სარჩელზე მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დაესწრნენ, მათ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს და მიზეზად სხდომაზე მოსამართლის პასუხი დაასახელეს.
მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილება და სამოტივაციო ნაწილი ცნობილი ხვალ გახდება. მოსარჩელე მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.





