ანი გუმბერიძე
სააპელაციომ ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნაზე ნაციონალების სარჩელი არ დააკმაყოფილა
არჩევნები 2018

ფოტო: არქივი
სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნაციონალური მოძრაობის სარჩელი, რომლითაც ისინი სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ საქალაქო სსამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ.
ოპოზიცია საქალაქო სასამართლოს 11 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა. პირველი ინსტანციის მოსამართლემ მიიღო დადგენილება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ზურაბიშვილის სასარგებლოდ მოსყიდვის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
ოპოზიცია კი სარჩელში სწორედ იმას აცხადებდა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, რაც 600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის დაპირებაში გამოიხატა.
ოპოზიცია ასევე საუბრობდა სხვადასხვა რეგიონში მოსყიდვის სხვადასხვა მეთოდზე, მათ შორის საკვები პროდუტებისა და თანხის გადაცემის ფაქტებზე.
მოსამართლეთა პალატამ მოსარჩელე მხარის მიერ წარმიდგენილი არგუმენტები არ გაითვალისწინა და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს 11 დეკემბრის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.





