imedi
ვლადიმერ პუტინი რექს ტილერსონს ხვდება
მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრემლში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს ხვდება. შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც ესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია პუტინის პრესსპიკერზე დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეხვედრის დეტალებს კრემლის წარმომადგენელი არ ასჯაროებს.
მანამდე კრემლი აცხადებდა, რომ ტილერსონის მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან არ მოხდებოდა, იმ ფონზე, როდესაც აშშ-მა ავიაიერიში მიიტანა რუსეთის მოკავშირე სირიის სამხედრო ბაზაზე - წერს Reuters-ი. პუტინმა ამერიკელების ავიაიერიში სირიის წინააღმდეგ აგრესიად შეაფასა.
12 აპრილს, დღისით, ორმხრივი მოლაპარაკებები ტილერსონმა და ლავროვმა გამართეს, რომელიც დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა. შეხვედრა საკმაოდ ცივად დაიწყო, იმ ფონზე როდესაც პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის და რუსეთის ურთიერთობები გაუარესდა. იმავდროულად შეხვედრის დაწყების წინ, ლავროვმა ამერიკელ ჟურნალისტებს შენიშვნაც მისცა, ტილერსონს კი განუცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების დაყენება არჩევანის წინაშე ულტიმატუმის ფორმით, არასწორია.
11 აპრილს, ტილერსონმა განაცხადა, რომ რუსეთმა შტატებსა და ასადს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.





