გერმანიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი: გერმანიას რუსეთთან ძალადობრივ კონფლიქტში ჩათრევის საფრთხე ემუქრება
მსოფლიო

.reuters.
გერმანიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, მარტინ იეგერმა განაცხადა, რომ ბერლინის მოსკოვთან ძალადობრივ კონფლიქტში ჩათრევის რისკი არსებობს.
ბუნდესტაგის საპარლამენტო კონტროლის კომიტეტის ყოველწლიურ მოსმენაზე გამოსვლისას იეგერმა აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ბერლინს შორის დაპირისპირებამ ახალი, ბევრად უფრო საშიში ხასიათი მიიღო.
„დაპირისპირებამ, რომელსაც რუსეთთან ვაწყდებით, ახალი, უფრო საშიში განზომილება შეიძინა. გერმანიას რუსეთთან ძალადობრივ კონფლიქტში ჩათრევის საფრთხე ემუქრება - ლაიფციგში თავდასხმის მცდელობა ამის მხოლოდ ერთი მაგალითია“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ რუსეთი „ჩრდილოვან ომს აწარმოებს“, გერმანიაში კი სამიზნეებზე თავდასხმის საფრთხე „რეალური და გარდაუვალია“.





