05 ოქტომბერი 2026, 21:54
Bloomberg: მაკრონის პრეზიდენტობამ საფრანგეთი ევროპის ყველაზე სუსტ რგოლად აქცია
მსოფლიო

ემანუელ მაკრონი
AFP
გაზიარება
Bloomberg-ი წერს, რომ ემანუელ მაკრონის პრეზიდენტობამ საფრანგეთი ევროპის ყველაზე სუსტ რგოლად აქცია.
მაკრონის ხელისუფლების სათავეში ყოფნის თითქმის ათი წლის თავზე, ქვეყანა სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.
გამოცემის სტატიის თანახმად, ევროზონაში საფრანგეთის სისუსტე მთავრობის გატარებულმა პოლიტიკამ და დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა გამოიწვია. ვითარებას შიდაპოლიტიკური კრიზისი და სოციალური უკმაყოფილებაც ამძიმებს.





