12 აპრილი 2017, 20:22
imedi
ქაბულში ტერორისტმა თავი აიფეთქა
მსოფლიო

შემთხვევის ადგილი
გაზიარება
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია Tolo News-ი ავრცელებს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია დაადასტურა.
უწყების ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. არიან დაჭრილები. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
MoD spokesman to TOLOnews: Target of explosion was not defense ministry vehicle but there are casualties.#Kabul pic.twitter.com/gBZ0ckjtLc
— Muslim Shirzad (@MuslimShirzad) April 12, 2017





