12 აპრილი 2017, 20:04
imedi
ფედერიკა მოგერინი მოსკოვს 24 აპრილს ეწვევა
მსოფლიო

ფედერიკა მოგერინი
გაზიარება
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი რუსეთს 24 აპრილს ეწვევა.
მოგერინი მოსკოვში სერგეი ლავროვმა დაპატიჟა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეები საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს, კერძოდ, სირიის კონფლიქტს განიხილავენ, ასევე იმსჯელებენ ლიბიასი არსებულ სიტუაციაზე, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესზე, ირანზე, ავღანეთზე და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობებზე.





