დავით კაპიტანოვი
დღეს Bayern - Real და Dortmund - Monaco დაუპირისპირდებიან ერთმანეთს
მსოფლიო

დღეს, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის კიდევ სამი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება.
დღის ცენტრალურ შეხვედრას მიუნჰენი უმასპინძლებს, სადაც FC Bayern-ი Real Madrid-ს შეხვდება.
Dortmund - Monaco-ს შეხვედრაც დღეს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ქალაქ დორტმუნდში, სამმა აფეთქებამ დააზიანა ავტობუსი, რომლითაც დორტმუნდის "ბორუსიის" ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გადაჰყავდათ. აფეთქების შედეგად ფეხბურთელი მარკ ბარტრა დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აფეთქებების გამო, მიუნჰენის პოლიციამ უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიმართა, რაც იმაში გამოიხატება, რომ "Real Madrid"-ის ავტობუსს მარშრუტს შეუცვლიან და სტადიონზე მისვლისთანავე ტრანსპორტს სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები შეამოწმებენ.





