ევროკავშირმა Boeing 737 Max 8-ისთვის საჰაერო სივრცე დროებით დახურა
მსოფლიო

ეთიოპიაში ჩამოვარდნილი ბოინგი
ფოტო: AFP
ეთიოპიაში Boeing 737 Max 8-ის ავიაკატასტროფის შემდეგ, რამდენიმე ქვეყანამ "ბოინგის" ამ მოდელის გამოყენებაზე უარი თქვა. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ მგზავრების უსაფრთხოების გამო, Boeing 737 Max 8-სთვის საჰაერო სივრცე დროებით დახურეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამ აკრძალვას დღეს ასევე შეუერთდება დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც. კიდევ უფრო ადრე Boeing 737 MAX 8-ის გამოყენებაზე უარი თქვა სინგაპურმა, არგენტინამ, ჩინეთმა.
ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებით, ჯერჯერობთ უცნობია უსაფრთხოა თუ არა ბოინგის ამ მოდელის ავიალაინერებით ფრენა. შესაბამისად, მგზავრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დროებით აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს.
ეთიოპიური ავიახაზების ჩამოვარდნილ თვითმფრინავში 35 ქვეყნის 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო. ავიაკატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა. ტრაგიკული შემთხვევა შესაძლოა ლაინერის ტექნიკურ გაუმართაობას გამოეწვია. ამ ეჭვის საფუძველს ის მონაცემები იძლევა, რომელიც დისპეტჩერებმა ბოინგის აფრენიდან 6 წუთის განმავლობაში მოიპოვეს. სპეციალისტების ცნობით, თვითმფრინავმა სათანადო ვერტიკალური სიჩქარე ვერ განავითარა.
Boeing 737 MAX 8-მ ავიაკატასტროფა 2018 წლის ნოემბერშიც განიცადა და მაშინ 189 ადამიანი დაიღუპა.





