12 აპრილი 2017, 18:12
Imedi
მაჰმუდ აჰმადინეჯადი ირანის პრეზიდენტობისთვის ისევ იბრძოლებს
მსოფლიო

მაჰმუდ აჰმადინეჯადი
გაზიარება
ირანის ექსპრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა გადაწყვიტა კიდევ იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში. ის საპრეზიდენტო კანდიდატად უკვე დარეგისტრირდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
საპრეზიდენტო არჩევნები ირანში 2017 წლის 19 მაისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ აჰმადინეჯადი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა. მას ამის შესახებ მედიისთვის არაერთხელ განუცხადებია.
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურების რეგისტრაცია 11 აპრილს დაიწყო. პირველსავე დღეს, საკუთარი კანდიდატურა 126-მა ადამიანმა წარადგინა.





