12 აპრილი 2017, 11:57
ტრამპმა ბუშისდროინდელი ჩინოსანი ტილერსონის მოადგილედ წარადგინა
მსოფლიო

გაზიარება
ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ყოფილი ჩინოსანი ჯონ სალივანი აშშ-ის პრეზიდენტმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტზე წარადგინა. ამის შესახებ Politico თეთრი სახლის განცხადებაზე დარყდნობით წერს.
თეთრი სახლის ცნობით, სალივანი სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე იქნება და ასევე უხელმძღვანელებს მართვისა და რესურსების საკითხებს.
57 წლის ჯონ სალივანი, ბუშის პრეზიდენტობის დროს, მსგავს თანამდებობაზე მუშაობდა. მაშინ სალივანი სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო კომერციის დეპარტამენტში. ის, ასევე ასრულებდა თავდაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობასაც.





