მიტოვებული ლომი და დათვი მოსულის ზოოპარკიდან დაიხსნეს
მსოფლიო

ერაყის ქალაქ მოსულის ზოოპარკში დარჩენილი ერთადერთი ცოცხალი ცხოველები ომში ჩაფლული ქალაქიდან დაიხსნეს. ლომი სიმბა და დათვი ლულა, ჭუჭყითა და ექსკრემენტებით სავსე გალიებში იყვნენ გამომწყვდეულნი. ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი აქვეყნებს.
საერთაშორისო ორგანიზაცია „ოთხი თათი“ მათ დასახმარებლად ჩავიდა. ისინი იორდანიაში გადაიყვანეს.
ზოოპარკი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ბრძოლების გამო, ფაქტობრივად აღარ არსებობს. ცხოველების უმრავლესობა შიმშილით დაიღუპა. გამოცემის ცნობით, ქვეყნის საზღვართან ისინი გააჩერეს და ცხოველებს კიდევ 9 დღე მოუწიათ სპეციალური სამედიცინო დახმარების გარეშე ყოფნა.
ამჟამად სიმბა და ლულა თავს კარგად გრძნობენ.
მოსული - ერაყის უდიდესი ქალაქი და „ისლამური სახელმწიფოს“ არაოფიციალური დედაქალაქია. ერაყის არმიის შტურმი, რომელსაც ამჟამად ქალაქის აღმოსავლეთი უკავია, 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. დაზვერვის ინფორმაციით, რამდენიმე ათასი ექსტრიმისტი დასავლეთ რეგიონში ისევ იმყოფება.





