გაეროში სირიის თაობაზე ახალი რეზოლუცია მომზადდა
მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ და საფრანგეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში სირიაში სავარაუდო ქიმიური თავდასხმის თაობაზე ახალი რეზოლუცია შეიტანეს. ამის შესახებ Twitter-ზე ბრიტანეთის ელჩმა მეთიუ რაიკროფტმა განაცხადა.
With US & France, UK has circulated revised draft resolution on #Syria condemning CW attack & requiring full cooperation with investigation
— Matthew Rycroft (@MatthewRycroft1) April 11, 2017
„აშშ-სა და საფრანგეთთან ერთად გაერთიანებულმა სამეფომ სირიის თაობაზე განახლებული რეზოლუცია მოამზადა, რომელიც გმობს ქიმიურ თავდასხმას და გამოძიებაში სრულ თანამშრომლობას მოითხოვს“, - აცხადებს რაიკროფტი.
სირიის პროვინცია იდლიბში, ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ობიექტზე, ჰომსთან მდებარე ავიაბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, ხმელთაშუა ზღვაში მყოფი 2 ხომალდიდან (Ross-ი და Porter-ი) 50-60 ფრთოსანი რაკეტა Tomahawk-ი გაუშვა.
ამერიკულ ავიაიერიშამდე, იდლიბის სიტუაციაზე გაეროს უშიშრობის საბჭოში რეზოლუციის სამი პროექტი იყო შეტანილი, თუმცა დოკუმენტების გადამოწმება გადაიდო.





