თეთრი სახლი: თუ სირიაზე ვერ შევთანხმდებით რუსეთი იზოლაციაში მოექცევა
მსოფლიო

თეთრი სახლი
რუსეთი შეიძლება იზოლირებულ ქვეყნად იქცეს, თუ ვაშინგტონი და მოსკოვი სირიის თაობაზე ვერ შეთანხმდება. ასეთი განცხადება, დღეს ბრიფინგზე თეთრი სახლის წარმომადგენელმა შონ სპაისერმა გააკეთა. ინფორმაციას ავრცელებს Reuters-ი.
„ვერ შევთანხმდებით, თუ ჩვენი ნაციონალური ინტერესები დაკმაყოფილებული არ იქნება. თუ ასე მოხდა, რუსეთი იზოლირებული იქნება“, - განაცხადა სპაისერმა.
სპაისერის აზრით, რუსეთი თვითიზოლირდება მსოფლიოს ქვეყნებიდან, რადგან საკუთარ თავს „განდევნილი ქვეყნების“ რიგში აყენებს, - „როგორებიცაა სირია და ჩრდილოეთ კორეა“.
სირიასთან დაკავშირებით რუსეთის მიმართ სანქციებზე, სპაისერმა კომენტარი არ გააკეთა. „როგორც იცით, კონკრეტულ ქმედებებზე არაფერს ვამბობთ, სანამ ის არ მოხდება“, - თქვა სპაისერმა.
11 აპრილს აშშ-ის გენერალურმა მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ რუსეთმა არჩევანი უნდა გააკეთოს - თანამშრომლობა აშშ-სთან, ან ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა. ტილერსონი დღეს მოსკოვს სამუშაო ვიზიტით ეწვია. ოფიციალური შეხვედრები 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.





