ობამა ბერლინში მერკელს შეხვდება
მსოფლიო

ბარაკ ობამა ანგელა მერკელი
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი გერმანიაში ვიზიტს გეგმავს. ბარაკ ოაბამა ბერლინში ევანგელისტური ეკლესიის დღესასწაულზე დასასწრებად ჩადის. ვიზიტის დროს, 25 მაისს, ის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება. პოლიტიკოსები დემოკრატიის და მომავლის თემებზე დაგეგმილ დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას, - წერს The Hill-ი.
დისკუსია, რომლის სახელწოდებაა "დემოკრატიის მშნებლობაში ჩართულობა: პასუხისმგებლობის აღება შინ და მსოფლიოში", ბრანდერბურგის კარიბჭესთან ახლოს მდებარე სტუდიაში მოეწყობა.
2017 წელს, ევანგელისტური ეკლესია გერმანიაში რეფორმაციის 500 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ბარაკ ობამა ბერლინს, ბოლოს 2016 წლის ნოემბერში, პრეზიდენტის რანგში სტუმრობდა. გერმანიის დედაქალაქში ის 2008 წელსაც იყო, თუმცა მაშინ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში.





