ინფრასტრუქტურისთვის ტრამპი ბიზნესმენებს მილიარდ დოლარს სთხოვს
მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსხვილი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ბიზნესმენებისთვის, ქვეყნის ინფრასტრუქტურის გასავითარებლად, 1 მილიარდი დოლარის თხოვნას აპირებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, შეხვედრაზე, ასევე საგადასახადო რეფორმის შესახებ იმსჯელებენ.
გამოცემის ცნობით, შეხვედრას ისეთი კომპანიების ხელმძღვანელები დაესწრებიან, როგორიცაა: General Motors-ი, International Business Machines Corp-ი და Wal-Mart Stores Inc.
როგორც ირკვევა, ტრამპს თანხა ხიდების, ელექტროგადამცემი ხაზების, აეროპორტებისა და ვეტერანებისთვის განკუთვნილი საავადმყოფოების სარეაბილიტაციოდ სჭირდება.
დონალდ ტრამპი შეხვედრაზე ასევე ილაპარაკებს საშემოსავლო გადასახადის სისტემის გამარტივებაზე, რიგი ფედერალური რეგულაციების გაუქმებასა და ახლის შემოღების შესახებ.
ჯერჯერობით უცნობია აშშ-ის პრეზიდენტისა და ბიზნესმენების შეხვედრის თარიღი.





