imedi
სერბეთში ნატოს აგრესიის მსხვერპლთ მემორიალს აუგებენ
მსოფლიო

სერბეთი, ბელგრადი
სერბეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 1999 წელს ნატოს თავდასხმის დროს დაღუპული ადამიანების პატივსაცემად მემორიალს აღმართავენ, - იუწყება Sputnik-Сербия.
„სერბეთი მოვალეობას შეასრულებს თავისი უდანაშაულო ხალხის წინაშე, რომლებიც აგრესიის მსხვერპლი გახდნენ. ეს ჩვენი მოვალეობაა და პასუხისმგებლობაა მომავალი თაობების წინაშე. ეს ბოროტება არასოდეს უნდა განმეორდეს“, - თქვა ქვეყნის პრემიერმა და არჩეულმა პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა. იდეა მოიწონა სერბეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, პატრიარქმა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა.
სამხედრო ოპერაცია იუგოსლავიის წინააღმდეგ 1999 წლის 24 მარტიდან 10 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. დარტყმის წინაშე აღმოჩნდა როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ობიექტები. მშვიდობიან მოსახლეთა შორის დაღუპულთა ზუსტი რიცხვი დღესაც უცნობია, ითვლება, რომ დაახლოებით 2.000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ასობით ბავშვია.





