imedi
ფიიონი: მთავარია აშშ-სა და რუსეთს შორის კონფლიქტი ავიცილოთ
მსოფლიო

ფრანსუა ფიიონი
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ფრანსუა ფიიონის თქმით, დონალდ ტრამპს რომ შეხვედროდა, რუსეთ-ამერიკას შორის დაპირისპირების არიდებაზე ესაუბრებოდა.
„პირველ რიგში, ვეტყოდი, რომ საფრანგეთი აწარმოებს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ერთადერთი მიზნით, რომ თავიდან ავიცილოთ ომი და ყოველგვარი ძალისხმევა მივმართოთ იმისკენ, რომ არ დავუშვათ საომარი დაპირისპირება აშშ-სა და რუსეთს შორის“, - თქვა ფიიონმა ტელეარხ France2 მიცემულ ინტერვიუში.
ექსპრემიერმა ასევე დასძინა, რომ მასშტაბური კონფლიქტები ყოველთვის ემოციის და გაუაზრებელი ნაბიჯების გამო იწყებოდა.
„ჩვენ ბევრ რამეში არ ვეთანხმებით რუსეთს და ირანს, მაგრამ ყველას ერთი საერთი მტერი გვყავს - ისლამური ტოტალიტარიზმი, რომელიც გამოიწვია აშშ-ის სერიოზულმა შეცდომებმა, ძირითადად ერაყში წარმოებულმა ომმა, აი, რას ვეტყოდი დონალდ ტრამპს“, - თქვა ფიიონმა.
მან ასევე დასძინა, რომ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით „მსოფლიოს დასაცავად“ საფრანგეთის პრეზიდენტის ხმა მუდამ ხმამაღლა უნდა ისმოდეს, „ფრანსუა ოლანდის ხმა კი არასოდეს ისმის“.





