imedi
თურქეთში მომხდარი აფეთქება ტერაქტს არ უკავშირდება
მსოფლიო

ძლიერი აფეთქება მოხდა თურქეთში, ბელგარის ცენტრალურ რაიონში, ქალაქ დიარბაქირში, - იუწყება ადგილობრივი მედია. აფეთქება მოხდა ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების შენობასთან, სადაც მიმდინარეობდა პოლიციის ჯავშანტექნიკის რემონტი. შენობა, სადაც სახელოსნო მდებარეობდა, დაინგრა.
დაიჭრა 10 ადამიანი, 1 მძიმე მდგომარეობაშია. როგორც იუწყებიან, აფეთქების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო გაზის ბალონი, პოლიცია თითქოს ტერაქტის ვერსიასაც განიხილავდა, თუმცა მოგვიანებით თურქეთის შს მინისტრმა სულეიმან სოილუმ ოფიციალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ აფეთქება ტერაქტს არ უკავშირდება.
"არავითარი ტერაქტი არ ყოფილა, აფეთქება სარემონტო სამუშაოებს მოჰყვა", - განაცხადა შს მინისტრმა.
URGENT |
— Vocal Europe (@thevocaleurope) April 11, 2017
Situation after explosion at police school in #Diyarbakir #Turkey. Several death and injured reported. pic.twitter.com/N1n4jy4gHX





