replyua.net
ევროპელები: ტრამპი მსოფლიო უსაფრთხოებას ემუქრება
მსოფლიო

წამყვანი ევროპული ქვეყნები და ბრაზილია მიიჩნევენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნეგატიურად მოქმედებს გლობალურ უსაფრთხოებაზე, ეს შედეგი აჩვენა კვლევამ, რომელიც საერთაშორისო კომპანია TNS Global ჩაატარა, - იუწყება RIA.
განსაკუთრებულ შეშფოთებას გერმანიაში გამოხატავენ. აქ გამოკითხულთა 72% დარწმუნებულია, რომ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა მსოფლიო სტაბილურობას ემუქრება. ეს შეხედულება გაიზიარა ფრანგების 64%-მა და ბრაზილიელების 60%-მა. ის, რომ ტრამპის გაპრეზიდენტება შეარყევს გლობალურ უსაფრთხოებას, დაეთანხმა ბრიტანელების 55% და თურქების 52%. უფრო ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ იტალიასა და აშშ-ში. იტალიაში ასე ფიქრობს 49%, აშშ-ში - 45%.
ამასთან, ყველა ქვეყანაში, სადაც გამოკითხვა ჩატარდა, პესიმისტურად განწყობილი რესპონდენტების რიცხვმა გადააჭარბა იმათ რიცხვს, ვინც ტრამპის მოსვლას დადებით მოვლენად მიიჩნევს მსოფლიო უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ის, რომ ტრამპი პოზოტიურად იმოქმედებს მსოფლიო სტაბილურობაზე, მიიჩნევს ფრანგების 6%, გერმანელების 8%, ბრიტანელების 11%, თურქების, ბრაზილიელების და იტალიელების 13%. აშშ-ში ეს რიცხვი უფრო მაღალია - 28%.
დანარჩენები თვლიან, რომ ტრამპის ქვეყნის სათავეში მოსვლა მსოფლიო უსაფრთხოებაზე არავითარ გავლენას არ მოახდენს. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო: საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, აშშ-ში, ბრაზილიაში და თურქეთში მცხოვრებმა 7148 ადამიანმა.





