imedi
უმცროსი ტრამპი: ველოდები ცნობილი ამერიკელებიც როდის წავლენ ქვეყნიდან
მსოფლიო

უმცროსი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის შვილმა უმცროსმა დონალდ ტრამპმა ამერიკელ სელებრითებს Twitter-ზე ქვეყნის დატოვების დაპირება შეახსენა, იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი არჩევნებში გაიმარჯვებდა.
I'm still waiting for all those celebs here, who promised to do the same, to go!!! #maga https://t.co/jgMVFj0I0f
— Donald Trump Jr. (@DonaldJTrumpJr) April 9, 2017
„ჯერ კიდევ ველი, აქაური ცნობილი სახეები, რომლებიც იმავეს ამბობდნენ, წავლენ“, - წერს უმცროსი დონალდი.
ამ წინადადებით მან უპასუხა ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, რომელშიც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური ფრონტის“ მარინ ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში, ფრანგი ვარსკვლავები, ქვეყნის დატოვებით იმქურებიან.
ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის დატოვების შესახებ ხმამაღლა განაცხადა შერიმ, ბარბარა სტრეიზანდმა, ემი შუმერმა და მაილი საირუსმა.





