10 აპრილი 2017, 15:34
imedi
პეკინის ხელისუფლება ჯაშუშის მხილებისთვის მოქალაქეებს 72 ათას დოლარს გადასცემს
მსოფლიო

გაზიარება
ჩინეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ ფულად ჯილდოს გადასცემს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უწყებას უცხოელი ჯაშუშების შესახებ ინფორმაციას გადასცემენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, ინფორმაციის ღირებულების შესაბამისად, ადამიანს დასმენისთვის შეეძლება 10-დან 500 ათასამდე იუანი გამოიმუშავოს (1,5-დან 72 ათას დოლარამდე).
უშიშროების საბჭოს თქმით, მოსახლეობამ უნდა დაეხმაროს სამართლებრივ ორგანოებს ახადონ „რკინის ფარდა“ უცხოურ სპეცსამსახურებს.
2016 წლიდან ჩინეთში მოქმედებს პროგრამა, რომელიც, უცხოელი სპეცსამსახურების მოძებნის მხრივ, ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს.





