imedi
დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მოითხოვს
მსოფლიო

ბორის ჯონსონი
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარდაჭერას არ შეწყვეტს. ინფორმაციას გამოცემა The Times ავრცელებს.
მედიის თანახმად, ბორის ჯონსონი "დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს (G7) ერთობლივი განცხადების გავრცელებას სთავაზობს.
წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ ახალი "სადამსჯელო" სანქციები ამოქმედდება. აღსანიშნავია, რომ სანქციებზე დოკუმენტი უკვე მომზადდა და ის G7 ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს იტალიაში გამართულ შეხვედრაზე გაეგზავნებათ. ანტირუსული სანქციები, პირველ რიგში, რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
მანამდე, გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სირიის პრეზიდენტ, ბაშარ ასადის მხარდაჭერის გამო ახალ სანქციებს არ გამორიცხავს.





