ესპანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
მსოფლიო

კარმე ჩაკონი
ესპანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი კარმე ჩაკონი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ის 47 წლის იყო. ინფორმაციას ესპანური გამოცემა El Pais ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კარმე ჩაკონთან ახლობლები დაკავშირებას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, რის გამოც მათ პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სახანძროს ეკიპაჟებს სთხოვეს ექსმინისტრის სახლში მისვლა.
პირველადი ვერსიით, კარმე ჩაკონი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მისი ახლობლების თქმით, ჩაკონს გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
კარმე ჩაკონი პირველი ქალია, რომელიც ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს 2008 წლიდან 2011 წლის დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა. ის თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგა. 2000-2007 წლებში ჩაკონი ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატი იყო, თუმცა მანდატზე 2013 წელს უარი განაცხადა.





