ეგვიპტეში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
მსოფლიო

ეგვიპტეში განხორციელებული ტერაქტების სერიის გამო, ქვეყნის პრეზიდენტმა სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას Fox 29 ავრცელებს.
სატელევიზიო მიმართვისას, ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ას-სისიმ განაცხადა, რომ "ტერორისტულმა აქტებმა ვერ გატეხეს ეგვიპტელები, რითაც ჩაუშალეს ფაშისტურ ორგანიზაციებს ქვეყანაზე გაბატონების გეგმები."
პრეზიდენტმა მიმართვისას ტერორიზმთან ბრძოლის უმაღლესი საბჭოს შექმნაც დააანონსა და განაცხადა, რომ თავდაცვის უწყება მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გააქტიურებული.
პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტს მხარი პარლამენტმა კენჭისყრით უნდა დაუჭიროს.
9 მარტს, ეგვიპეტში ორი ტერორისტული აქტი განხორციელდა. ტანტის წმ. გიორგის სახელობის კოპტურ ეკლესიაში აფეთქებას 26 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი დაშავდა. აფეთქება მოხდა პოლიციის საწვრთნელ ცენტრთანაც. ალექსანდრიის წმ. მარკოზის სახელობის კოპტურ ეკლესიასთან ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაიღუპა 16 და დაშავდა 70-მდე ადამიანი. ეკლესიაში იმყოფებოდა სრულიად აფრიკის და ალექსანდრიის პაპი, პატრიარქი თეოდორე II.
ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.





