სერბეთში მე-6 დღეა ანტისახელისუფლებო აქციები მიმდინარეობს
მსოფლიო
ბელგრადში, მეექვსე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ათასობით მომიტინგე ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრის, ალექსანდრე ვუჩიჩის გაპრეზიდენტებას აპროტესტებს. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
მომიტინგეების თქმით, ხელისუფლებამ შეზღუდა მედია, რითაც შემცირდა კანდიდატების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა, ამან კი ვუჩიჩის გამარჯვებას შეუწყო ხელი.
აქციის მონაწილეები, ძირითადად, სტუდენტები არიან. ისინი ამბობენ, რომ აქციების შეწყვეტას არ აპირებენ და გააგრძელებენ "ვუჩიჩის ავტოკრატული მმართველობისა და მისი პარტიის კორუფციული საქმიანობის წინააღმდეგ გამოსვლებს".
2 აპრილს სერბეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ქვეყნის მოქმედმა პრემიერმინისტრმა ალექსანდრე ვუჩიჩმა გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა 55%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.





