imedi
ალექსანდრიის ტერაქტის ვიდეო გავრცელდა
მსოფლიო

ალექსანდრიაში, ეკლესიის შესასვლელთან თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების მომენტი იქვე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო. კადრები ტელეკომპანია AL Arabia-მ გამოაქვეყნა.
VIDEO: Footage shows moment suicide bomber attacked #Alexandria church https://t.co/AWz9vQ0WEE #Egypt pic.twitter.com/3wypZRd1AZ
— Al Arabiya English (@AlArabiya_Eng) April 9, 2017
ეგვიპტეში დღეს, რამდენიმე საათის შუალედში, ორი ტერაქტი მოხდა, ტანტასა და ალექსანდრიის ეკლესიებში.
ტანტის წმ. გიორგის სახელობის კოპტურ ეკლესიაში აფეთქებას 26 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი დაშავდა. აფეთქება მოხდა პოლიციის საწვრთნელ ცენტრთანაც.
ალექსანდრიის წმ. მარკოზის სახელობის კოპტურ ეკლესიასთან ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაიღუპა 16 და დაშავდა 70-მდე ადამიანი. ეკლესიაში იმყოფებოდა სრულიად აფრიკის და ალექსანდრიის პაპი, პატრიარქი თეოდორე II.





