imedi
ოსლოს მეტროში ასაფეთქებელი მოწყობილობის დატოვების გამო 17 წლის რუსი დააკავეს
მსოფლიო

ნორვეგიის პოლიციამ, ოსლოს მეტროში ასაფეთქებელი მოწყობილობის დატოვების გამო 17 წლის მოზარდი დააკავა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. ინფორმაციას სააგენტო РИА ადგილობრივ ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნორვეგიის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მოზარდი ოჯახთან ერთად ნორვეგიაში 2010 წლიდან ცხოვრობს და მოქალაქეობის მისაღებად განაცხადი აქვთ შეტანილი. ამ დროისთვის, მას ბრალად წაყენებული აქვს ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო ქონა და გადატანა. დაკავებულის ადვოკატის თქმით, საქმე "ახალგაზრდულ გართობას" შეეხება.
ოსლოში მეტროსადგურ "გრენლადთან", 8 აპრილს, ღამით, აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს ასაფეთქებელი მოწყობილობა. პოლიციამ რაიონი შემოსაზღვრა, დაიკეტა რესტორნები და კაფეები, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ბომბი გამნაღმველებმა ააფეთქეს.





