09 აპრილი 2017, 19:51
imedi
ეგვიპტეში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა
მსოფლიო

გაზიარება
ეგვიპტეში, ალექსანდრიაში, ტერორისტმა-თვითმკვლელმა ეკლესიის წინ თავი აიფეთქა. იუწყება Reuters. ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით, სააგენტოს ცნობით, 2 ადამიანი დაიღუპა, 21 დაიჭრა.
თვითმკვლელმა ტერორისტმა ბომბი მოქმედებაში მაშინ მოიყვანა, როცა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ის შენობაში არ შეუშვეს. ეს შემთხვევა დღეს ტანტაში მომხდარი აფეთქების შემდეგ რამდენიმე საათში მოხდა.
დღეს, გამთენიისას ქალაქ ტანტაში აფეთება კოპტურ ეკლესიაში მოხდა, შედეგად ადგილზე 25 ადამიანი დაიღუპა, 70-ზე მეტი დაშავდა.





