09 აპრილი 2017, 19:10
imedi
პოლონეთში სახლის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
მსოფლიო

გაზიარება
პოლონეთის სამხრეთით, სვებოდიცეში მრავალმბინიანი სახლი ჩამოინგრა. ნანგრევების ქვეშ 6 ადამიანი დაიღუპა, აქედან 3 ბავშვია, იუწყება BBC.
მეხანძრეების თქმით, ორი სართული დაინგრა, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, ნანგრევებიდან რამდენიმე ადამიანი ამოიყვანეს. Radio Poland თქმით, სახლში 18 მოსახლე ცხოვრობდა. როგორც იუწყებიან, მიზეზი საყოფაცხოვრობო გაზის აფეთებაა.





