ტილერსონმა რუს კოლეგას დაურეკა
მსოფლიო

რექს ტილერსონი სერგეი ლავროვი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სირიაზე ისაუბრეს. რუსეთის საგარეო უწყების განმარტებით, სატელეფონო საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივა იყო.
სერგეი ლავროვის თქმით, თავდასხმა ქვეყანაზე, რომლის ხელისუფლებაც ებრძვის ტერორიზმს, ხელსაყრელია მხოლოდ ექსტრემისტებისთვის და დამატებით საფრთხეს უქმნის რეგიონულ-გლობალურ უსაფრთხოებას.
რუსი დიპლომატი ამბობს, რომ სირიის შეიარაღებულ ძალებს ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია.
4 აპრილს იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საპასუხოდ, 7 აპრილს შტატებმა ასადის რეჟიმის ავიაბაზაზე (Ash Sha’irat, ჰომსი) სარაკეტო იერიში მიიტანა, ხმელთაშუა ზღვაში მყოფი 2 ხომალდიდან (Ross, Porter) 50-60 ფრთოსანი რაკეტა (Tomahawk) გაუშვა.
სირიის ტერიტორიაზე ავიაიერიშები ბარაკ ობამამ 2014 წელს დაიწყო - სამიზნე მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს ობიექტები იყო.





