09 აპრილი 2017, 12:37
ოსლოს მეტროსადგურთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს
მსოფლიო

გაზიარება
ოსლოში მეტროსადგურ "გრენლადთან", 8 აპრილს, ღამით, აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, იუწყება უცხოური მედია. პოლიციამ რაიონი შემოსაზღვრა, დაიკეტა რესტორნები და კაფეები, მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია. ბომბი გამნაღმველებმა ააფეთქეს.
ოსლოს პოლიციის უფროსმა ვიდარ პედერსენმა დაადაასტურა, რომ მეტროსადგურთან აღმოჩენილი საეჭვო ნივთი, მართლაც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. პოლიცია ასევე იუწყება, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია, თუმცა დეტალები არ კონკრეტდება.





