imedi
მოსკოვში სარკინიგზო ავარია მოხდა
მსოფლიო
მოსკოვში, ბელარუსის მიმართულებით სარკინიგზო ხაზზე, 8 აპრილს, საღამოს, ელექტრო და სამგაზვრო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ, იუწყება meduza. შედეგად ზოგიერთი მონაცემით, დაშავდა 20 ადამიანი, როგორც ТАСС იუწყება, 23 ადამიანი. 16 საავადმყოფოშია გადაყვანილი. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ერთი მძიმე მდგომარეობაშია.
ავარია 22:16 საათზე მოხდა. წინასწარი მონაცემებით, მიზეზი არაფხიზელ მგომარეობაში მყოფი კაცია, რომელმაც ელექტრო მატარებელს წინ გადაურბინა. მემენქანემ მკვეთრად დაამუხრუჭა, რის გამოც, მატარებელი უკან გაქანდა და გვერდით მეორე მატარებელს წამოედო. შედეგად, მატარებლის ლოკომოტივი და სამი ვაგონი რელსებიდან გადავიდა.
Железнодорожное ДТП: в Москве столкнулись поезд и электричка, пострадали 16 человек https://t.co/v9fcZ9qD9z pic.twitter.com/Q4PbRFcpNr
— RT на русском (@RT_russian) April 8, 2017





