პეტრო პოროშენკომ ნატოსთან თანამშრომლობის გეგმა დაამტკიცა
მსოფლიო

პეტრო პოროშენკო
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ნატოსთან კიევის თანამშრომლობის 2017 წლის ეროვნული გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას Kyivpost-ი ავრცელებს.
დოკუმენტი ითვალისწინებს რეფორმების გატარებას თავდაცვისა დაუსაფრთხოების სფეროში, სოციალურ–პოლიტიკური და სამართლებრივ რეფორმებს, კორუფციასთან ბრძოლასა და ხელისუფლების დეცენტრალიზაციას.
„აღნიშნული რეფორმების მიზანია უკრაინის დაახლოება ნატოს სტანდარტებთან“, - განაცხადეს პრეზიდენტის პრესსამსახურში.
მედიის ცნობით, აღნიშნული გეგმის რეალიზაცია პირდაპირ კავშირშია უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიარებასა და რუსეთის მხრიდან მზარდის აგრესიის შეჩერებასთან.





