08 აპრილი 2017, 23:06
imedi
Charlie Hebdo ტრამპის კარიკატურა გამოაქვეყნა
მსოფლიო

Charlie Hebdo, დონალდ ტრამპი
გაზიარება
ფრანგულმა სატირულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა Charlie Hebdo სირიის დაბომბვასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კარიკატურა გამოაქვეყნა.
სურათზე ამერიკელი პრეზიდენტი რაკეტის ფონზე თვითდაჯერებულად იღიმის. სურათზე შემდეგი წარწერა: "აპრილში ის გააკეთე, რაც გინდა".
სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ობიექტზე, ჰომსთან მდებარე ავიაბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, ხმელთაშუა ზღვაში მყოფი 2 ხომალდიდან "ტომაჰავკის" ტიპის 50-60 რაკეტა გაუშვა.





