08 აპრილი 2017, 15:58
კოსმონავტი გიორგი გრეჩკო გარდაიცვალა
მსოფლიო

მარცხნიდან პირველი გიორგი გრეჩკო
გაზიარება
8 აპრილს ღამით, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა კავშირის მფრინავი-კოსმონავტი გიორგი გრეჩკო. გიორგი გრეჩკო ერთ-ერთი საბჭოთა კოსმონავტი იყო, რომელიც მთვარეზე გასაფრენად ემზადებოდა, თუმცა ეს პროექტი არ განხორციელდა.
გრეჩკო კოსმოსში სამჯერ იმყოფებოდა: პირველად 1975 წელს, მეორეჯერ იმ დროისთვის რეკორდული დროით - 1977 წლის 10 დეკემბრიდან 1978 წლის 16 მარტამდე და მესამეჯერ 1985 წელს.
გრეჩკოს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება სამჯერ მიენიჭა. ის სხვადასხვა საბჭოთა და რუსეთის ჯილდოების მფლობელი იყო.





