დონალდ ტრამპმა სი ძინპინის მიწვევა მიიღო
მსოფლიო

სი ძინპინი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერისგან სი ძინპინისგან მიიღო მიწვევა საპასუხო ვიზიტთან დაკავშირებით, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა იუწყება BBC.
ამ დროისთვის სახელმწიფო ლიდერები ერთმანეთს ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში ხვდებიან. სი ძინპინი 6 აპრილს აშშ-ში, ფლორიდის შტატში, დონალდ ტრამპთან შესახვედრად ჩავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპა ჩინეთზე რამდენჯერმე საკმაო მწვავე განცხადება გააკეთა, ამჯერად, შეხვედრა საკმაოდ სასიამოვნო ატმოსფეროში წარიმართა. ორივე მხარე შეთანხმდა ორმხრივი ურთიერთობა „ახალ ფორმატში“ გადაიყვანოს.
ტელერსონის თქმით, ვიზიტის ზუსტი თარიღი უცნობია. აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის უილბურ როსმა თქვა, რომ სი და ტრამპი შეთანხმდნენ 100 დღის განმავლობაში განიხილონ საკითხი ჩინეთში აშშ-ის პროდუქციის ექსპორტის თაობაზე და შემცირდეს დეფიციტი, რომელიც აშშ-ის ჩინეთთან ვაჭრობაში აქვს.
„თუ გავითვალისწინებთ თემების მრავალრიცხოვნობას და მასშტაბურობას, ეს ამბიციური გეგმად შეგვიძლია მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა თავად დისკუსიის წარმართვისას“, - განაცხადა როსმა.
თავად ტრამპის თქმით, ორმხრივ ურთიერთობაში „წარმოუდგენელი პროგრესი შეინიშნება“.
კვირის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება მზადაა „მოაგვაროს“ ურთიერთობები ჩრდილოეთ კორეასთან, რომლის ამბიციებიც ბირთვულ იარაღს უკავშირდება. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, პარასკევს აშშ-ის მიერ სირიაზე განხორციელებული ავიადარტყმები სხვა საკითხებთან ერთად იმასაც მიუთითებს, რომ აშშ მზადაა ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა დამოუკიდებლადაც გაარკვიოს.
საჯარო გამოსვლებში სი ძინპინმა აღნიშნა, რომ მას და ტრამპს "ათასი მიზეზი აქვთ იმისთვის, რომ აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობები გაუმჯობესდეს და არც ერთი მიზეზი იმისა, რომ ის გაუარესდეს".





