imedi
აშშ-ის სენატორები სირიის საკითხზე "ჰიბრიდული ტრიბუნალის" შექმნას მოითხოვენ
მსოფლიო

კაპიტოლიუმი ვაშინგტონი
აშშ-ის სენატორთა ჯგუფმა კანონპროექტი წარადგინა, რომელიც სავარაუდოდ სირიის ხელისუფლების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის გამოძიებას ითვალისწინებს. კერძოდ, დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ამისთვის "ჰიბრიდული ტრიბუნალი" უნდა შეიქმნას.
იდეის ატორები არიან, აშშ-ის პრეზიდენტობის ექსკანდიდატი მარკო რუბიო, სენატორი ბენ კარდინი, ჯოან შაინი, ბობ კორკერი, ბობ მენენდესი და ტოდ იანგი. დოკუმენტში მითითებულია, რომ სირიაში კონფლიქტის შედეგად გაზრდილი მსხვერპლთა რიცხვი და მიყენებული დაზიანება შესაძლოა ომის დანაშაულად ჩაითვალოს.
ამერიკელი სენატორები აცხადებენ, რომ ომის დროს ჩადენილ დანაშაულზე ძირითადი პასუხისმგებლობა პრო-სამთავრობო ძალებსა და ასადის რეჟიმს ეკისრება.
7 აპრილს, დილით ამერიკულმა ხომალდებმა სირიის ტერიტორია საკრუიზო რაკეტებით დაბომბა. როგორც პენტაგონის წარმომადგენელი იუწყება, სირიის ავიაბაზა "შაირათის" ტერიტორიისაკენ 59 რაკეტა გაუშვეს. სირიის სახელმწიფო ტელემაუწყებლობამ დაადასტურა, რომ ავიაიერიშის ქვეშ მოყვა სირიის ავიაბაზა.
სირიის მთავრობა ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს.





