სტოკჰოლმის ტერაქტი. ვიდეო
მსოფლიო
სტოკჰოლმის ტერაქტის ამსახველი ვიდეო
ნორვეგიულმა ტელეარხმა VGTV-მა სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული კადრები გამოაქვეყნა, სადაც სტოკჰოლმის ტერაქტია ასახული. ვიდეოში ჩანს, რომ პანიკაში მყოფი ხალხი ქუჩაში დარბის და თავშესაფარს ეძებს, რამდენიმე წამში კი მათ სიახლოვეს სატვირთო მანქანა შევარდა.
სატვირთო მანქანა სტოკჰოლმის ცენტრალურ, ხალხით გადატვირთულ ქუჩაზე გუშინ შევარდა და ხალხის გათელვა დაიწყო. თავდამსხმელმა მანქანა გაიტაცა, რომელიც ლუდის მწარმოებელ კომპანიას ეკუთვნოდა. ინციდენტი "ქვინის" ქუჩასთან ახლოს მოხდა.
ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა - 15. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი, რომელმაც მედიის ცნობით, უკვე აღიარა დანაშაული.
ამასთან, შვედეთის პოლიცია ტერაქტში მონაწილეობისთვის მეორე ეჭვმიტანილი დააკავა. ამის შესახებ Reuters ტელეკომპანია SVT-ზე დაყრდნობით იუწყება. არსებული ინფორმაციით, ის პირველ ეჭვმიტანილთან კავშირის გამო დააკავეს.





