imedi
პეტერბურგის ტერაქტის ყველა სავარაუდო თანამზრახველი დააკავეს
მსოფლიო

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში 8 ადამიანი პეტერბურგის მეტროში აფეთქების თანამზრახველობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრელებს.
სანქ-პეტერბურგში 6 ადამიანი დააკავეს, რომლებიც პატიმრობაში სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 2 ივნისამდე იქნებიან.
პოლიციის ცნობით, ბინაში, სადაც ეჭვიმატანილები დააკვეს, ნაპოვნია ასაფეთქებლის ანალოგიური მოწყობილობა, რომლის განმუხტვაც სამართალდამცველებმა მეტრო "Площадь Восстания"-ზე შეძლეს.
რაც შეეხება მოსკოვში დაპატიმრებულებს, მათ საქმეს ბესმანის რაიონული სასამართლო განიხილავდა, რომლის გადაწყვეტილებით, ეჭვმიტანილები პატიმრობაში 2 ივნისამდე იქნებიან. გამომძიებლები ფიქრობენ, რომ დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ პეტერბურგელ ტერორისტთან.
პეტერბურგში დაკავებულებიდან 5 მათგანი წინააღმდეგობას არ უწევდა პოლიციას, ხოლო მოსკოვში დაკავებულები სასამართლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
3 აპრილს, პეტერბურგის მეტროს ვაგონში ასაფეთქებელი ხელსაწყო ამოქმედდა, რის შედეგადაც დაიღუპა 14 და დაშავდა 50 ადამიანი.





