07 აპრილი 2017, 21:20
imedi
Live: სტოკჰოლმში სატვირთო მანქანა ხალხით გადატვირთულ ქუჩაზე შევარდა
მსოფლიო
გაზიარება
სატვირთო მანქანა სტოკჰოლმის ცენტრალურ ქუჩაზე ხალხით გადატვირთულ ქუჩაზე შევარდა. პოლიციის ცნობით, არიან დაშავებულები.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ინციდენტი "ქვინის" ქუჩასთან ახლოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სტოკჰოლმში სატვირთო მანქანის ქუჩაზე შევარდნის შედეგად დაიღუპა 3 მოქალაქე. თვითმხილველის თქმით, სატვირთო მანქანა მაღალი სიჩქარით სავალ ტერიტორიაზე გადავიდა და გაჩერდა მაშინ, როდესაც ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინას დაეჯახა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მობილიზებულია სასწრაფო დახმარება.





