07 აპრილი 2017, 17:03
Charlie Hebdo ასადის კარიკატურას აქვეყნებს
მსოფლიო

გაზიარება
ფრანგულმა სატირული ჟანდრის ჟურნალმა Charlie Hebdo-მ თავის ვებგვერდზე სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი სამაგრით გამოსახა. კარიკატურა „დღის სურათის“ რუბრიკაში გამოჩნდა.
ნახატს აქვს წარწერა: „ქიმიური თავდასხმა სირიაში. გაერო ასადს აბრალებს. ისევ ამყრალდა“.
სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ობიექტზე, ჰომსთან მდებარე ავიაბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, ხმელთაშუა ზღვაში მყოფი 2 ხომალდიდან (Ross-ი და Porter-ი) 50-60 ფრთოსანი რაკეტა Tomahawk-ი გაუშვა.





