imedi
ერაყი: ტერორისტებმა 140 მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს
მსოფლიო

მოსული
ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის ქალაქ მოსულში 140 მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯა. ამის შესახებ Twitter-ზე ერაყული ქურთისტანის უსაფრთხოების საბჭო წერს.
1/ According to our CT Dept (CTD), on Monday and Tuesday #ISIS massacred 140 civilians fleeing to areas controlled by Iraqi forces. #Mosul
— KR Security Council (@KRSCPress) April 7, 2017
მათი თქმით, ეს 3 და 4 აპრილს მოხდა, როდესაც მოქალაქეები ერაყის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაქცევას შეეცადნენ.
ერაყული ქურთისტანის ბაზის ცნობით, ტერორისტებმა მოკლულები ელექტრონულ ბოძებზე წამოაცვეს, რათა მოსულში დარჩენილი მოსახლეობა დაეშინებინათ.
მოსული ერაყის უდიდესი ქალაქია, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ არაოფიციალური დედაქალაქი იყო. ერაყის არმიის შტურმი, რომელსაც ამჟამად ქალაქის აღმოსავლეთი უკავია, 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. დაზვერვის ინფორმაციით, რამდენიმე ათასი ექსტრემისტი მოსულის დასავლეთ რეგიონში ისევ იმყოფება.





